სტანდარტული გაკვეთილის გეგმა ისტორიაში
საგნის
მასწავლებელი
|
მიხეილ ჯაყელი
|
||||||
სწავლების
საფეხური
|
საშუალო
|
||||||
კლასი
|
X კლასი
|
||||||
მოსწავლეთა
რაოდენობა
|
13 მოსწავლე
სსსმ მოსწავლე კლასში არ არის
|
||||||
თარიღი
|
2019 წლის 14 ნოემბერი
|
||||||
გაკვეთილის
ხანგრძლივობა
|
45წთ
|
||||||
აქტუალურობა
|
გაკვეთილი მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას შეიძინონ ახალი ცოდნა და განიმტკიცონ სააზროვნო
უნარ-ჩვევები.
აგრეთვე შეისწავლიან ხმარებიდან გამოსულ ქაღალდის
ფულს, ნიშნებს, ბონებს, მონეტებს, მედლებს და ორდენებს,
რომლებიც ისტორიულ ობიექტურ დოკუმენტებს წარმოადგენენ;
|
||||||
გაკვეთილის თემა
|
ნუმიზმატიკა და ბონისტიკა
|
||||||
გაკვეთილის
მიზანი
|
სახელმძღვანელოსა და წყაროებში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლეები იმსჯელებენ
ნუმიზმატიკასა და ბონისტიკას ზოგადშემეცნებით მნიშვნელობაზე და შეაფასებენ მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში აღნიშნული
ისტორიის დამხმარე დისციპლინის როლს.
|
||||||
გაკვეთილის
შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
|
ისტ.X. 2. მოსწავლეს შეუძლია ისტორიის
დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღრა.
ისტ.X. 2. მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითად და დამხმარე დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღვრა.
შედეგი
თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
სამუზეუმო ფონდებისა და ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით
მოიძიებს ქართული მონეტებისა და ქაღალდის ფულის ძირითად ნიმუშებს და ადარებს
სხვა ქვეყნის ფულის ნიმუშებთან; მსჯელობს ნუმიზმატიკისა და ბონისტიკის
მნიშვნელობაზე.
ისტ.X.5. მოსწავლეს შეუძლია ისტორიული წყაროების
კლასიფიცირება.
|
||||||
წინარე
ცოდნა
|
მოსწავლეები
ფლობენ დიდი არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგებს, აქვთ ცოდნა ისტორიული
გეოგრაფიასა და ისტორიული კარტოგრაფიის შესახებ, იციან ეთნოლოგია/ეთნოგრაფიული
მასალების მნიშვნელობა და შეუძლიათ ტექსტებზე და რუკაზე მუშაობა.
|
||||||
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ნუმიზმატიკასა და ბონისტიკას
შესახებ
|
||||||
კავშირი
სხვა საგანთან
|
გეოგრაფია
|
||||||
გაკვეთილის მსვლელობა
|
|||||||
№
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
|
თითოეული აქტივობის
დროს მისაღწევი შედეგი
|
|
1
|
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს. აცნობს გაკვეთილის
თემას და მიზანს. აცნობს შეფასების რუბრიკებს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი შეფასების
რუბრიკა
|
2 წთ.
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ
გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების რუბრიკები.
|
|
I ფაზა - გამოწვევა
აქტივობა: გონებრივი იერიში.
მოსწავლეებს სთხოვს გაიხსენონ ისტორიის
დამხმარე დისციპლინებიდან წყაროთმცოდნეობა,
არქეოლოგია,
ეთნოლოგია, ისტორიული გეოგრაფია,
ისტორიული კარტოგრაფია და პალეოგრაფია. სვამს კითხვებს ისტორიის დამხმარე დისციპლინებიდან
და ხაზს უსვამს მათი მნიშვნელობის შესახებ.
|
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
დაფა, ცარცი
|
3 წთ.
|
წინარე ცოდნის გააქტიურება.
მობილიზება
|
||
2
|
II-ფაზა - ცოდნის კონსტრუირება, სიღრმისეული წვდომა
ა) აქტივობა: მინი ლექცია
მასწავლებელი მოსწავლეებს მოუთხრობს
პალეოგრაფის ჩამოყალიბების პროცესზე და მისი განვითარების პერიოდიზაციაზე.
|
ვერბალური ახსნა, დემონსტრირება
|
მთელი კლასი
|
სახელმძრვანელო,
დაფა, ცარცი
|
10 წთ.
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ
სიახლეები
ნუმიზმატიკასა და ბომისტიკას
შესახებ
|
|
ბ) აქტივობა - ტექსტის ანალიზი
მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმებს.
სთხოვს ყურადღებით წაიკითხონ ინფორმაცია, რაზეც მოუწევთ ერთობლივი
მუშაობა და თავიანთი ნამუშევრები პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ სურვილის მიხედვით
|
ვერბალური ახსნა
ვერბალური,
მსჯელობა
|
ჯგუფური
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო, ფურცლები,
მარკერები
|
20 წთ.
|
მსჯელობენ ნუმიზმატიკასა და ბონისტიკას ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე
|
||
3
|
III ფაზა : რეფლექსია და შეჯამება
აქტივობა: ანალიზი და შეფასება
შეფასება იწყება სხვადასხვა ჯგუფების
ერთობლივი მუშაობისა და მათ მიერ გადაწყვეტილებების მიღების გზების მიმოხილვით. აგრეთვე, მასავლებელი
მოსავლეებს უსვამს ფრონტალურ კითხვებს ახალი მასალიდან.
|
სიტყვიერი კომენტარები,
წერილობითი ჩანაწერი,კითხვა- პასუხი,
|
მთელი
კლასი
|
ქაღალდი, მარკერი.
მოსწავლე ფასდება ინფორმაციის
მოძიების, კლასიფიცირების, პრეზენტაციის, კითხვებზე პასუხების, ანალიზისა და სხვა სახით წარმოდგენის უნარი.
შეფასების ტიპები: განმსაზღვრელი,
განმავითარებელი
|
7 წთ.
|
სააზროვნო უნარ-ჩვევების
განმტკიცება და წყაროებზე მუშაობის უნარის
განვითარება
|
|
გ) აქტივობა: საშინაო დავალება
მასწავლებელი სთავაზობს სახელმძღვანელოში
მოცემულ წყარობზე დაყრდნობით და ინტერნეტის
საშუალებით დამატებითი მასალების მოძიებით თემის დაწერას:
„ნუმიზმატიკასა და ბონისტიკას, როგორც
ერთ-ერთი ისტორიული დისციპლინის ჩამოყალიბება და მნიშვნელობა“.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი
კლასი
|
დავალება
|
3 წთ.
|
მოსწავლეები ეცნობიან
დავალების პირობებს
|
||
გაკვეთილზე
ჩართულობის
შეფასების
სქემა
კრიტერიუმები
|
ქულა
|
|
1.
|
მოსწავლე იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში,შესაძლებელია ხელსაც
უშლიდეს გაკვეთილის მსვლელობას,გამოხატავს გაკვეთილის პროცესის მიმართ
ინდიფერენტულ ან აგრესიულ დამოკიდებულებას.
|
1-2
|
2.
|
მოსწავლე დამოუკიდებლად არ ერთვება გაკვეთილის პროცესში,იშვიათად იჩენს
ინიციატივას,მასწავლებლის გარეშე მისი ჩართულობა ხშირად არ მჟღანვდება.
|
3-4
|
3.
|
მოსწავლე დამოუკიდებლად ერთვება საგაკვეთილო პროცესში,ცდილობს იყოს
აქტიური,მაგრამ მისი აქტიურობა ქმნის პრობლემებს-მაგ:ზედმეტად ბევრს
საუბრობს,აწყვეტინებს მოსაუბრეებს,ხანდახან ცდილობს ზედმეტი აქტიურობით დამალოს საკუთარი მოუმზადებლობა,ზოგჯერ არ სცემს პატივს სხვის მუშაობას.
|
5-6
|
4.
|
მონაწილე აქტიურობს გაკვეთილის მსვლელობაში. პატივს სცემს სხვების აზრსა და
მუშაობას, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიებსა თუ ჯგუფურ მუშაობაში, თუმცა მის მსჯელობას არაა აქვს სისტემატიური ხასიათი,აქვს ჩავარდნები.
|
7-8
|
5.
|
მუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში,დამოუკიდებლად
ერთვება მუშაობაში დისკუსიასა თუ პრობლემის გადაჭრაში,ეხმარება და პატივს სცემს
სხვებს,კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი საკითხის შესწავლისას.
|
9-10
|
მსჯელობის დასაბუთება
|
ქულა
|
|
1.
|
მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით
|
9-10
|
2.
|
მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით
|
7-8
|
3.
|
მსჯელობა ცალკეულ შემთხვევებში არ არის დამაჯერებლად დასაბუთებული და არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით.
|
5-6
|
4.
|
მსჯელობა ზედაპირულია და არ არის გამყარებული შესაფერისი მაგალითებით.
|
3-4
|
5.
|
მოსაზრებები არ არის დასაბუთებული.
|
1-2
|
დისკუსიის შეფასების რუბრიკა
კონკრეტულ მოსწავლეს თითოეული კრიტერიუმის გასწვრივ
ენიჭება შესაბამისი ქულა, ჯამდება ყველა კრიტერიუმში მიღებული ქულები და იყოფა ექვსზე
(გამოითვლება მათი საშუალო არითმეტიკული).
III დონე (8-10 ქულა)
|
II დონე (5-7 ქულა)
|
I დონე (1-4 ქულა)
|
|
მოსმენა
|
ყოველთვის უსმენს და თვალყურს ადევნებს ორატორს
|
ხშირად უსმენს და უყურებს ორატორს
|
იშვიათად უსმენს და უყურებს ორატორს
|
საუბარი
|
მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს
|
ძირითადად მეტყველება გასაგებია და უყურებს მსმენელებს
|
მეტყველება არამკაფიოა, მსმენელებს უჭირთ გაგება
|
არავერბალური
კომუნიკაცია
|
შეუძლია ეფექტურად აღიქვას და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები (თვალით, ჟესტებით, გამომეტყველებით, ხმით)
|
ხშირად შეუძლია დაამყაროს არავერბალური კონტაქტი
|
იშვიათად იყენებს არავერბალურ კომუნიკაციის ფორმებს
|
მონაწილეობა
|
უჩვენებს ინტერესს დისკუსიის თემისადმი საჭირო კომენტარებითა და აზრების გამოთქმით
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს. კომენტარები და აზრები ყოველთვის არაა თემის შესატყვისი
|
მცირე ინტერესი აქვს. არ გამოხატავს ან ვერ უკავშირებს თავის მოსაზრებებს სადისკუსიო თემას
|
კოოპერაცია
|
თანამშრომლობს თანაკლასელებთან, აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს
|
ძირითადად თანამშრომლობს თანაკლასელებთან, ზოგჯერ ერთვება სხვის საუბარში, ძირითადად იცავს დისკუსიის წესებს
|
იშვიათად თანამშრომლობს და იცავს დისკუსიის წესებს
|
მოსაზრების
არგუმენტირება
|
მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით, ცნებებით. არის ლოგიკური კავშირი საკითხთან
|
მოსაზრების გასამყარებლად გამოყენებულია სადავო ფაქტები და ცნებები
|
მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ კავშირს საკითხთან და არ არის გამყარებული ფაქტებით
|
პრეზენტაციის შეფასების სქემა
შეფასება
|
1-2
|
3-5
|
6-7
|
8-10
|
შესავალი
|
ტრაფარეტული და უინტერსოა.
|
არის მცდელობა აუდიტორიის დაინტერესების, მაგრამ ყურადღბას ვერ იპყრობს.
|
საინტერსოდ არის მოწოდებული და შეესაბამება შინაარს.
|
ეფექტურია, არ არის ტრაფარეტული, იპყრობს აუდიტორიას.
|
თემის გასაგებად წარმოდგენა
|
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად.
|
მხოლოდ ნაწილობრივაა გასაგები,მოითხოვს დამატებით განმარტებებს.
|
გასაგებია, მაგრამ არის ხარვეზები,თხოვს დაზუსტებას.
|
წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, დამაჯერებელია.
|
ლოგიკურობა
|
ლოგიკა დარღვეულია, არ არის კავშირი ნაწილებს შორის
|
ზოგოერთ ნაწილს აკლია ლოგიკურობა, ზოგჯერ არათანმიმდვრულია.
|
ძირითადად ლოგიკური და თანმიმდევრულია,
მაგრამ მკაფიოდ არ გამოყოფს საკითხებს.
|
ლოგიკური და კარგად ჩამოყალიბებულ
|
არგუმენტაცია
|
არ აქვს არგუმენტები
|
არგუმენტები მცირეა და არადამაჯერებელი
|
არგუმენტები აქვს, მაგრამ აკლია ფაქტობრუვი მასალით გამყარება.
|
არგუმენტები ბევრია და დამაჯერებელი,
გამყარებულია ფაქტობრივი მასალით
|
დასკვნები
|
არ არის გაკეთბული
|
დაკვნები ალოგიკური და გაუმართავია
|
ლოგიკურია, მაგრამ ყველა საკითხის რეზიუმირება არ ხდება
|
ლოგიკური და ორიგინალურია
|
აუდიტორია
სთან კონტაქტი
|
ვერ ამყარებს კონტაქტს, საუბრობს გაურკვევლად
|
პერიოდულად ცდილობს აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას
|
გრძნობს აუდიტორიას და ძირითადად კონტაქტს ამყარებს
|
ფლობს აუდიტორიას, ადექვატურად რეაგირებს მის რეაქციებზე, ეფექტურად იყენებს ვერბალურ და არავერბალურ ხერხებს
|
პასუხები აუდიტორიის წინაშე
|
უჭირს პასუხების გაცემა
|
პასუხები არ არის სრულყოფილი
|
თითქმის ყველა კითხვას პასუხობს
|
სრულყოფილ პასუხს სცემს ყველაშეკითხვას
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის
მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის
მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის
მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა
წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა
ჩართულია
|
ყველა
ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის
გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ
უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ,
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ
ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად
ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ
მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ
ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ
ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ
გააცდინეს დრო
|
დაიცვეს
დროის ლიმიტი
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი
ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი
ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი
ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
სსიპ
- წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს
საჯარო სკოლის
ისტორიის მასწავლებლის, მიხეილ
ჯაყელის მიერ X კლასში ისტორიაში ჩატარებული შიდა დაკვირვების გაკვეთილის - „ნუმიზმატიკა
და ბონისტიკა“
–
რეფლექსია
ჩემს მიერ 2019 წლის 14 ნოემბერს X კლასში
ისტორიაში ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო საკლასო გარემოში ხელი შემეწყო მოსწავლეებისათვის ესგ-ის მიხედვით ისტორიის სტანდარტით განსაზღვრული უნარ-ჩვევების, სოციალური და
თვითმართვის უნარ-ჩვევებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებისათვის. აგრეთვე გაცნობოდნენ „ნუმიზმატიკის
რჩევებს“ და ბონისტიკის ჩამოყალიბების პროცესის მნიშვნელობას.
I
ფაზა - გამოწვევა - გაკვეთილი დავიწყე მისალმებით, მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა,
მიზანი და შეფასების რუბრიკები.
წინარე ცოდნის გააქტიურება მოვახდინე გონებრივი იერიშის მეთოდით, ბარათში
მოცემულ კითხვებზე პასუხის დროს მოსწავლეებმა გამოავლინეს პრეზენტაციის, ლოგიკური და
არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
II-ფაზა
- ცოდნის კონსტრუირება, სიღრმისეული წვდომა- თავდაპირველად, მოკლე მიმოხილვით გავაცანი მოსწავლეებს ნუმიზმატიკასა და ბონისტიკას ჩამოყალიბებისა
და განვითარების პროცესის მნიშვნელობა და ვესაუბრე თუ რა დიდ დახმარებას უწევს ნუმიზმატიკური
მასალა ისტორიულ მეცნიერებას. შემდეგ მივეცი საკლასო დავალება სახელმძღვანელოში
მოცემული კლასში სამუშაოს მიხედვით და გავაცანი ინსტრუქცია, თუ ჯგუფებს როგორ უნდა
ემუშავათ სახელმძღვანელოში მოცემული წყაროების მიხედვით კონკრეტულ დავალებაზე და აგრეთვე,
მოსწავლეებს შევახსენე ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმები.
მოსწავლეებმა მიცემული წერითი
დავალება დაიტანეს თემატურ ფლიფჩარტზე, მოახდინეს
ამოწერილი მასალის ტრანფერი და შესრულებული დავალება არგუმენტირებული მსჯელობით წარმოადგინეს.
ამასთანავე, მოსწავლეებმა გაკვეთილის მსვლელობის II ფაზაში იმსჯელეს, გაანალიზეს და შეაფასეს თუ რა დიდი მნიშვნელობა
აქვს ნუმიზმატიკას და ბონისტიკას ისტორიკოსისათვის წარსულის კვლევის საქმეში.
III
ფაზა- რეფლექსია და შეჯამება
გაკვეთილის მსვლელობის III ფაზაში
კითხვა-პასუხის მეთოდით
მოვახდინე წაკითხული და მოსმენილი ინფორმაციის შეჯერება.
მოსწავლეების შეფასებისას გამოვიყენე განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
საშინაო დავალებად მიეცათ პარაგრაფი 14, ასევე სახელმზღვანელოში მოცემულ წყარობზე და ინტერნეტით მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით
თემის დაწერა: „ნუმიზმატიკასა
და ბონისტიკას, როგორც ერთ-ერთი ისტორიული დისციპლინის ჩამოყალიბება და მნიშვნელობა“.
მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობისას
ურთიერთობა ჩემსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი და ეფუძვნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. საქმიანი
კომუნიკაცია ხელს უწყობდა პოზიტიური გარემოს შექმნას.
მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, არ დამჭირვებია ამ წესების
შეხსენება.
ძლიერი მხარე: ვფიქრობ გაკვეთილზე გამოყენებულმა აქტივობებმა მხელი შეუწყვეს მიზნის მიღწევას, მოსწავლეებიის უმრავლესობა გაკვეთილის პროცესში იყვნენ აქტიურნი, მე როგორც მასწავლებელს ძირითადად მიწევდა შედარებით
ნაკლებად აქტიურ მოსავლეებთან ფასილიტატორის როლის შესრულება. მთლიანობაში,
მოსწავლეებმა შეძლეს ურთიერთთანამშრომლობა, გამოავლინეს მსჯელობის, ანალიზისა და შეფასების უნარები.
დრო მიზნობრივად გამოვიყენე ყველა ფაზაში რეგლამენტის დაცვით.
სუსტი მხარე: მიზნობრივად
სწორად ვერ შევარჩიე სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის კონკრეტული დავალებები, რამაც გამოიწვია ზოგიერთი მოსწავლეს შედარებით ნაკლები ჩართულობა საგაკვეთილო
პროცესში.
შემდგომში გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად გავითვალისწინებ ისეთ აქტივობებს, რომლითაც შევძლებ მაქსიმალურად გაიზარდოს ყველა მოსწავლის აქტიურობა და გაკვეთილზე ჩართულობის ხარისხი.
მიხეილ ჯაყელი




No comments:
Post a Comment