Tuesday, October 22, 2019

სოციალური პროექტი - “ტუბერკულოზი ერთგან ნიშნავს ტუბერკულოზს ყველგან”.


სოციალური პროექტი  - “ტუბერკულოზი ერთგან ნიშნავს ტუბერკულოზს ყველგან”.
პროექტის გეგმა
სოციალური პროექტის  ხელმძღვანელი - მიხეილ ჯაყელი                                                              თანამდებობა - ისტორიის მასწავლებელი                                                                            ქალაქი/რაიონი/სოფელი - წალკა, სოფელი ავრანლო                                                                                    სკოლა - სსიპ-წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლა
                                                  თემის  მონახაზი
თემის  დასახელება - “ტუბერკულოზი ერთგან ნიშნავს ტუბერკულოზს ყველგან”. – ტუბერკულოზის  შესახებ ცნობადობის დონის ამაღლება                                                                                                                         დონე/კლასი  - საბაზო/საშუალო                                                                                                             განხორციელების დროის ჩარჩო - 2019 წლის ოქტომბრის პირველი ნახევარი                         აზროვნების ზედა დონის უნარები - დაგეგმვა, ორგანიზება, კვლევა, თანამშრომლობა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.                                                                                  პრობლემა/პროექტის აქტუალურობა - საზოგადოება ნაკლებ ყურადღებას იჩენს აღნიშნული დაავადების წინაშე და შესაბამისად,  მოსახლეობაში დაბალია ტუბერკულიოზის შესახებ ცნობიერების დონე. 
მსოფლიოში ტუბერკულოზი გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. იგი აივ ინფექციის შემდეგ ინფექციური აგენტით გამოწვეული ყველაზე დიდი მკვლელია მსოფლიოში. მსოფლიოში ტუბერკულოზით ყოველწლიურად დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი ავადდება და 2 მილიონამდე ადამიანი კვდება. ტუბერკულოზის შემთხვევების შემცირება ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთი მიზანია. გლობალურად ახალი შემთხვევების 3,6%-სა და ნამკურნალები შემთხვევების 20%-ში მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი აღინიშნება. MDR-TB – 9,6%-ში - ექსტენსიურად რეზისტენტული ტუბერკულოზი აღინიშნება (XDR-TB). აივ ინფექციის პრევალენტობა ახალ შემთხვევებში - 5,2% შეადგენს.                                            პროექტის  მიზანი
ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ მოსწავლეების და მშობლების ცნობიერების ამაღლება.
ამოცანები/შედეგები -
Ø  მოსწავლეების მიერ ტუბერკულიოზის შესახებ მოძიებული მასალის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით;
Ø  მოსწავლეების მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე პროდუქტების შექმნა (ბუკლეტი, კედლის გაზეთი, პრეზენტაცია) და საზოგადოებისთვის გაზიარება;
Ø  პროექტის განხორციელების შემდეგ ამაღლდება ცნობიერების დონე ტუბერკულიოზის შესახებ როგორც მოსწავლეებში, ასევე საზოგადოებაში.
პროექტის მდგრადობა - პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგაც. ტუბეკულიოზი არის პრობლემა, რომლის შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა.
ამიტომ პროექტის ფარგლებში, მოხდება რჩევების მიცემა კლასის დამრიგებლებისთვის ამ თემაზე კლასის საათის ჩატარების, შესაბამისი ფილმების ჩვენება/განხილვის მოწყობის თაობაზე. ვფიქრობ, ამით ხელი შეეწყობა აღნიშნული დაავადების მიმართ ინფორმირებული  მოქალაქეების ჩამოყალიბებას.                                                                                                                               თემის შინაარსი - სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას gmail.com სკოლის გარეთ ურთიერთობისთვის, რათა მოსწავლეებს გავუგზავნო ინტერნეტით მოძიებული მასალები, პრეზენტაციის, ბუკლეტისა და კედლის გაზეთის მოსამზადებლად. ასევე მათგან უკუკავშირის მისაღებად.                                                                               პირველი  ეტაპი: მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს და ვგეგმავთ გამოკითხვას მასწავლებლებსა და მოსახლეობაში ტუბერკულიოზის შესახებ ინფორმირებულობის დონის დასადგენად                                                                                                    მეორე ეტაპი: ხდება მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად კლასების მიხედვით: IX  კლასი ამზადებს კედლის გაზეთს, X კლასი – საინფორმაციო ბუკლეტს, XI-XII კლასი ამზადებს პრეზენტაციას Microsoft PoverPoint  პროგრამის დახმარებით                                                                       მესამე ეტაპი: მოსწავლეები ახდენენ გამოკითხვას, მოძიებული მასალისა და ჩემი დახმარებით ამზადებენ პროექტის პროდუქტებს, რომლებსაც ეტაპობრივად განვათავსებთ ბლოგზე.                                                                                                                                                                  მეოთხე ეტაპი: მოეწყობა პრეზენტაცია სკოლაში თემასთან დაკავშირებით, სადაც დაესწრებინ ყველა საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხელისშემშლელი ფაქტორები
Ø გამოკითხვის და ბუკლეტების დარიგების დაგეგმილ დღეს წვიმიანი ამინდი;
Ø უარი გამოკითხვის ჩატარების დროს;
Ø ტექნიკური პრობლემები (ინტერნეტკავშირის გათიშვა ან არარსებობა, ელექტრო ენერგიის გათიშვა და ა.შ.
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები -
თავი VIII. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
3. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები:
ა) წიგნიერება. თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს;
გ) ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;
ი) სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                ●აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
                ●გაიაზრებს განსხვავებას პრეზენტაციასა და სხვა სახის ვიზუალურ და საკითხავ მასალას შორის;

მიმართულება: კვლევა და კომუნიკაცია
                            ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                ● იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს იდეების, ინფორმაციის და ციფრული მასალის გასავრცელებლად და მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში (მათ შორის ონლაინ პროექტებში) ციფრული მასალის შესაქმნელად;
პროექტის კალენდარი -
Ø ინტერნეტით მოძიებული მასალების განხილვა, გამოკითხვის დაგეგმვა ( 02.10.2019)
Ø ჯგუფების შექმნა და საქმიანობის განაწილება ( 03.10.2019)
Ø თანამშრომლობა სასკოლო პერიოდში და სკოლის გარეთ ინტერნეტსივრცეში (რეგულარულად)
Ø გამოკითხვის ჩატერება (0405. .10.2019)
Ø ბუკლეტების დარიგება (0708.10.2019)
Ø  გაზეთის გამოკვრა (10.10.2019)
Ø პრეზენტაცია (11.10.2019)
სპეციალური საჭიროებები -

Ø  მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, ბუკლეტის, გაზეთის, პრეზენტაციის მომზადების პერიოდში
Ø  მივაწვდი ბუკლეტის შაბლონებს
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო -
ა) პროექტზე მუშაობის დაწყებამდე -
Ø გონებრივი იერიში;
Ø გამოკითხვა.
ბ) მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს -
Ø  სამოქმედო გეგმა;
Ø  ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება;
Ø   გამოკითხვა;
Ø  ერთობლივი დაკვირვების ფურცელი.
გ) პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ -
Ø ●პროექტის შეფასების რუბრიკა.
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი -
პროექტი იწყება გამოკითხვით და გონებრივი იერიშით, რომლის მიზანია მოსწავლეთა ინფორმირებულობის განსაზღვრა, მათი ინტერესის გაღვივება, მუშაობის წინ მოტივაციის ამაღლება. პროექტის განმავლობაში მოსწავლეთა აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევების ხელშეწყობის და მათ მიერ თემატიკის გაგების ხარისხის მონიტორინგისათვის გამოკითხვაც გამოიყენება. პროექტის დასაწყისში წარვადგენ ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების რუბრიკას  და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას, რათა მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მიიღონ ინფორმაცია მათ მიმართ პროექტის მოლოდინების შესახებ და შეძლონ მუშაობის განმავლობაში თავიანთი პროგრესის კონტროლი. ასევე შეძლონ შეაფასონ თავიანთი წვლილი პროექტზე მუშაობის განმავლობაში. დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოვლენა კი, დამეხმარება მე მომავალი პროექტქბის დაგეგმვა/განხორციელებაში.
ჯგუფური და ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევების შესაფასებლად გამოვიყენებ ერთობლივი დაკვირვების ფურცელს  მაშინ, როცა მოსწავლეები პროექტის პროდუქტებს ქმნიან. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს შევხვდები ინდივიდუალურად და ჯგუფურად რათა მათ შეკითხვებს ვუპასუხო, შევაფასო მათი პროგრესი და დავაკვალიანო ისინი. წავახალისებ მოსწავლეებს გაუზიარონ უკუკავშირი ერთმანეთს პროექტის დასრულების შემდეგ. ბოლოს გამოვიყენებ პროექტის შეფასების კითხვარს და პროექტზე მუშაობის შეფასების რუბრიკას, რომელსაც ექნება განმავითარებელი ხასიათი.
(რუბრიკები იხილეთ შეფასების რუბრიკების გვერდზე)
საბაზისო უნარ-ჩვევები -
Ø ინტერნეტში მუშაობის უნარ-ჩვევები;
Ø ტექნიკური უნარ-ჩვევები (Microsoft Office Word, Microsoft Office PowerPoint);
Ø ინტერნეტ რესურსების მოძიების უნარები.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები -
Ø  მივცემ მითითებებს მასალების მოძიების, ბუკლეტის, გაზეთის, პრეზენტაციის მომზადების პერიოდში;
Ø მივაწვდი ბუკლეტის შაბლონებს;
Ø მივცემ დამატებით დროს სამუშაოს შესასრულებლად.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები -
Ø დავავალებ დამატებით არასავალდებულო სამუშაოს შესრულებას (მაგ. მოამზადონ პრეზენტაცია თემაზე: „ ცხრა აპრილიდან ცხრა აპრილამდე“.
Ø დავნიშნავ ლიდერად;
Ø დავავალებ ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას;
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ტექნოლოგია – ტექნიკა -
Ø  კომპიუტერი (ები);
Ø  ინტერნეტკავშირი;    
Ø  პრინტერი;
Ø  პროექტორი;
Ø  სკანერი;
Ø  სხვა.   
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა -
Ø  მონაცემთა ბაზა/ცხრილები
Ø  საგამომცემლო პროგრამები
Ø  ელფოსტის პროგრამა
Ø  ინტერნეტძიება
Ø  Microsoft Office Word
Ø  Microsoft Office PowerPoint     
ინტერნეტრესურსები -
 https://ka.wikipedia.org                                                                                                                                         http://dalma.news                                                                                   http://www.genesis.org.ge/brochure25/brochure25.htm                                                                     http://www.ambioni.ge/nu-gariyav-tuberkulozit-daavadebuls              http://www.med.ge/index.php/articles/pulmonology/452-tuberkuliozi

                        კითხვარი                                                                თარიღი:

სახელი--------------------------------
გვარი-------------------------------
პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი:   მიხეილ ჯაყელი

1.      რა არის ტუბერკულოზი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2.      რამდენად საყურადღებოა ტუბერკულოზი?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3.      როგორია საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელება?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4.      როგორ უნდა გავიგო, რომ ვარ დაავადებული?
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5.      როგორ უნდა მოვიქცე დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6.      რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ტუბერკულოზით ინფიცირებისა და დაავადების რისკი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------





მოსწავლეთა  თვითშეფასება
1. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა, გასწავლა თუ არა რამე ამ პროექტზე მუშაობამ?
Ø   ბევრი რამ მასწავლა;
Ø  მასწავლა;
Ø  ახალი თითქმის არაფერი მისწავლია;
Ø  ახალი არაფერი მისწავლია.
2. შეიცვალა თუ არა ამ პროექტზე მუშაობისას ჯგუფის წევრთა ურთიერთობა?
Ø  ბევრად უკეთესი გახდა;
Ø  უკეთესი გახდა;
Ø  ისეთივე დარჩა, როგორიც იყო;
Ø  გაუარესდა;
3. ნათელი იყო თუ არა შენთვის საკუთარი როლი პროექტის წარმატებით განხორციელებასა და შედეგის მიღწევაში?
Ø  სავსებით ნათელი იყო;
Ø  ძირითადად ნათელი იყო;
Ø  არც ისე ნათელი იყო;
Ø  სრულიად გაურკვეველი იყო.
4.პროექტის დასრულებაში ჩემს მიერ შეტანილი წვლილის მაგალითები:
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6. ყველაზე მეტად რას შეაქებდი ან გააკრიტიკებდი პროექტში?
ქება:–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––_____________________________________________________________________
კრიტიკა:––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––_____________________________________________________________________


პროექტზე გამოყენებული შეფასების რუბრიკები

პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში.

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათს მოსწრებაზე (თუ კი, მივუთითებ კონკრეტულ მაგალითებს)


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

პასუხობს თემას
1
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
2
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
2
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
2
დარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
1
იყენებს თვალსაჩინოებას
1
იცავს დროის ლიმიტს
1

დისკუსიის შეფასების რუბრიკა

მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
2
მსჯელობს არგუმენტირებულად
2
აკეთებს დასკვნებს
2
იყენებს არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს (თვალით,ჟესტებით, ხმით)
2
კორექტულია ოპონენტის მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2




პროექტის შეფასების განზოგადებული რუბრიკა

მაქსიმალური ჯამური ქულის გაყოფით სამზე მოხდება მოგროვილი ქულების ათქულიან შეფასებაზე გადაყვანა

ელემენტარული
1 ქულა
მისაღები
2 ქულა
ოსტატური
3  ქულა
1.მიზანი
არ არის კარგად გამოკვეთილი,ბუნდოვანია
ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
კარგად გამოკვეთილი მიზნები,მარტივად აღსაქმელი
2.ორგანიზება
სუსტად ორგანიზებული,არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი,რაც აბნევს მკითხველს /მსმენსლს.
გააზრებულია თანმიმდევრობა,ორგანიზების ნიშნებით,ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი,ზოგი გაუგებარი
კარგად ორგანიზებული ფორმატი,ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე,ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3.შინაარსის კორექტულობა
გვხვდება ხშირი შეუსაბამო,მცდარი ინფორმაცია,შეყავს შეცდომაში მკითხველი/მსმენელი
ძირითადად კორექტულია,ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
მთლიანად კორექტული,ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4.ენობრივი გამართულობა
ენობრივად გაუმართავი,ხშირი შეცდომებით
ენობრივად გამართული,მცირე შეცდომებით
ენობრივად გამართულია,საცულია პუნქტუაციის ნიშნები
5.კვლევა
კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი,გამოყენებული წყარო არ არის სანდო,ანალიზი ზედაპირულია
კვლევა დაგეგმილია,მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული ,შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული,ანალიზი მისაღებია
კვლევა სწორად არის დაგეგმილი,გამოყენებულია არა ერთი წყარო
6.თვალსაჩინოებები
თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამო
თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან არის,მაგრამ ერთფეროვანია,გამოიყენება მოძიებული და ჯგუფის მიერ შექმნილი
მრავალფეროვანი,შინაარსის შესატყვისი,აკურატულად შესრულებული
7.შემოქმედობითობა
მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები და ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
ჩანს ჯგუფის ორიგინალურობა,სიახლე და თავისებური ხედვა,რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8.კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში,გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
არის მოსაზრებების კავშირი ერთ ან ორ საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნებიდან მიღებულ ცოდნასთან,რაც მიუთითებს მრავალი მიმართულებით ჯგუფის კომპეტენტურობაზე
9.დასკვნები
არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად,მაგრამ არ არის მკაფიო
დასკვნებში არის სიახლე,ლოგიკური კავშირი კვლევასთან და ჩამოყალიბებული მკაფიოდ
10.პრეზენტაცია
ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი,უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა,არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული პროექტის არსი
ნათლადაა ჩამოყალიბებული პროექტის არსი,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას.

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის,

ისტორიის  მასწავლებლის, მიხეილ ჯაყელის სოციალური  პროექტის  - “ტუბერკულოზი ერთგან ნიშნავს ტუბერკულოზს ყველგან” –
რეფლექსია
   2019 წლის  11 ოქტომბერს  სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს   საჯარო სკოლის IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეებმა მოაწყეს პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის განხორციელების პერიოდი მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით და  შესაბამისად, რაიმე ცვლილებები ან კორექტივები არ შეტანილა.
       პროექტის მიზანი იყო ტუბერკულოზის გლობალური ეპიდემიის შესახებ მოსწავლეების და მშობლების  ცნობიერების ამაღლება.
  პროექტის მიმდინარეობისას აქტიურად ვაკვირდებოდი  მოსწავლეთა ჯგუფების მუშაობას და აგრეთვე, თითოეული  მოსწავლის ჩართულობის ხარისხს და  საჭიროების შემთხვევაში ვაძლევდი მათ   დროულ უკუკავშირს. 
აღვნიშნავ, რომ პროექტის მონაწილე მოსწავლეებმა განიმტკიცეს წინარე  ცოდნა,  შეიძინეს ახალი, გამოავლინეს საუკეთესო უნარ – ჩვევები, დანერგეს და  გამოიმუშავეს პრაქტიკაში გამოიყენების მეთოდები.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მოსწავლეებს  გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ინოვაციურ პროექტებში.
პროექტის დასასრულს  მოვახდინე განმავითარებელი შეფასება  შეფასების რუბრიკის მეშვეობით. შევაფასე თითოეული მოსწავლის ჩართულობა  პროექტის მსვლელობაში.
პროექტის ყველაზე ძლიერი მხარე  ჩემი აზრით იყო მშობლებში გამოკითხვა და პრეზენტაციის მაღალ დონეზე მოწყობა.
მე,  როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, გამოცდილება მივიღე სამომავლოდ მსგავს პროექტზე მუშაობისა.





No comments:

Post a Comment

გაკვეთილის გეგმა მე - 10 კლასი - ისტორია(ისტის გამოყენება გაკვეთილზე)

გაკვეთილის გეგმა საგნის მასწავლებელი მიხეილ ჯაყელი სწავლების საფეხური საშუალო კლასი X კლასი ...